მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ინფორმაციას რადაში მოისმენენ
მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ინფორმაციას რადაში მოისმენენ

უკრაინელმა დეპუტატებმა უმაღლესი რადას საღამოს სხდომაზე გენერალური პროკურატურის, უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელები მიიწვიეს.

შესაბამის გადაწყვეტილებას 217-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უწყებების ხელმძღვანელები პარლამენტის წევრების წინაშე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკასა და მის დაკავებაზე ისაუბრებენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორი დღეს კიევში, საკუთარ სახლში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე ავიდა, საიდანაც გადმოხტომით იმუქრებოდა. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახურავიდან ფორმიანმა პირებმა ჩამოიყვანეს.

სპეცდანიშნულების რაზმი კიევში, სააკაშვილის სახლთან დილიდან იყო მობილიზებული.