მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, დაცვის მხარემ გიორგი მარგველაშვილის დაკითხვაც მოითხოვა
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, დაცვის მხარემ გიორგი მარგველაშვილის დაკითხვაც მოითხოვა

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, დაცვის მხარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაკითხვაც მოითხოვა.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მან გრიფი „საიდუმლო“ 2009 წლიდან 2013-წლამდე პრეზიდენტის განკარგულებებს პროკურატურის მოთხოვნით მოხსნა, თუმცა არ აპირებს მოხსნას 2013 წლიდან შემდგომ პერიოდან გრიფით „საიდუმლო“ მოხსნას დაცვის მხარის მიმართვის მიუხედავად.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, ამ ინტერვიუს გარშემო პრეზიდენტის დაკითხვა სასამართლოში მოითხოვა, თუმცა სასამართლოსგან უარი მიიღო.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე თანხის გაფლანგვას ედავება.

დღესვე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, დაცვის მხარემ სახალხო დამცველის დაკითხვას მოითხოვა.