მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, დაცვის მხარე სახალხო დამცველის დაკითხვას ითხოვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, დაცვის მხარე სახალხო დამცველის დაკითხვას ითხოვს.
მოსამართლემ მხარეებს აცნობა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შესული იყო სასამართლოს მეგობრის სტატუსით სახალხო დამცველის მოსაზრებები.
დაცვის მხარემ მოსამართლის განცხადებით შემდეგ, შუამდგომლობა დააყენა, რომ ეს დოკუმენტი დაერთოს საქმის მასალებს, ასევე ნინო ლომჯარია დაიკითხოს პროცესზე, სასმართლოს მეგობრის მოსაზრების ირგვლივ.
პროცესზე ბრალდების მხარემ განმარტა, რომ დოკუმენტს არ გაცნობია.
მოსამართლე ნინო ლომჯარიას დაკითხვასა და მის მიერ შედგენილი დოკუმენტის თაობაზე გადაწყვეტილებას მომავალ პროცესზე მიიღებს.
პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე თანხის გაფლანგვას ედავება.