მიხეილ სააკაშვილი - ვიმახსოვრებთ თქვენს უსახურ სახეებს
მიხეილ სააკაშვილი - ვიმახსოვრებთ თქვენს უსახურ სახეებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

„ყოჩაღ ნიკა და სირცხვილი 91-ვე მონას! ჩვენ ვიმახსოვრებთ თქვენს უსახურ სახეებს!“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.