მიხეილ სააკაშვილი - ვიღაცებს ჩანაწერი გამოუგდეს, ამას აპირებენ, ისე აპირებენ, დიახ, ვაპირებთ, ბოლომდე შეგისრულოთ

ოცნების წევრებს ვეძახი, ნუ წახვალთ ძალადობაზე, ნუ მოიპარავთ არჩევნებს, რადგან არჩევნების მოპარვა არის ყველაზე ცუდი ფორმა ქურდობის, რაც არსებობს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერზეც ისაუბრა.

„ვინ არიან ეგენი. ნურავის ნუ შეგეშინდებათ, იქ ვიღაცებს ჩანაწერი გამოუგდეს, ამას აპირებენ, ისე აპირებენ, დიახ ვაპირებთ, ვაპირებთ ივანიშვილისთვის ბოლომდე შევასრულოთ, მე გეუბნებით ყოველგვარი ჩანაწერის გარეშე, რომ ვაპირებ, ბოლომდე შეგისრულოთ, ვაპირებთ ამას, საერთოდ არ ვმალავთ და არაფერი კომპლექსი ამაზე არ გვჭირდება. ჩვენ უნდა მივაწვეთ ბოლომდე, გადმოვლენ ცემა-ტყეპაზე, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ. ყველას ვურჩევ, ნუ ჩაყვებით ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, ნუ ჩაერთვებით პროვოკაციებში, „ოცნების“ წევრებს ვეძახი, ნუ წახვალთ ძალადობაზე, ნუ მოიპარავთ არჩევნებს, რადგან არჩევნების მოპარვა არის ყველაზე ცუდი ფორმა ქურდობის, რაც არსებობს მსოფლიოში. მეგობრებო, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ყველამ. . . ახლა გაუშვით ეს ჩანაწერი თქვენს ბანძ არხებზე, ხალხს ვეუბნები იმას, რასაც ვამბობ ყველასათვის “, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა.