მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს მოსყიდულებს, საქართველოს პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს კი გვამებს უწოდებს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს მოსყიდულებს, საქართველოს პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს კი გვამებს უწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს მოსყიდულებს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა არ იმუშავა, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მორიგ მარცხად შეიძლება, ჩაითვალოს.

„რას გულისხმობთ, ულტიმატუმი არ შედგა!? ოპოზიციიდან არავინ შესულა საქართველოს პარლამენტში ოთხი გვამის გარდა, რომლებიც თავდაპირველად გაიყიდნენ, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც ეს ცნობილი ფაქტი იყო. გამარჯვება მოიპარეს. ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ასევე ხმის პარალელური დათვლა, ასევე საერთაშორისო სოციოლოგიური კომპანია IPSOS-ის ეგზიტპოლები. ასეთი არაპროფესიონალიზმი და ცალმხრივი პოზიცია ჟურნალისტის მხრიდან მიუთითებს იმაზე, რასაც ისედაც ვეჭვობდი. როგორც ჩანს, ეს ჟურნალისტები ივანიშვილის ფინანსურ დოტაციაზე სხედან. ეს მისი ჩვეული სტილია. ამასთან, ყველასთვის ნაცნობი ფაქტია, რომ ივანიშვილმა უკრაინული მედიასაშუალების საყიდლად სოლიდური თანხა გამოყო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.