მიხეილ სააკაშვილი – ტელეკომპანია „იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, დახურეს კოლექტივმა და გიორგი თარგამაძემ
მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი რუხაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა.
„„ტვ იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, „იმედი“ დახურა კოლექტივმა, დახურა გიორგი თარგამაძემ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, „იმედის“ დახურვაზე პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილთან არ უნდა ჰქონდეთ.
„სააკაშვილთან რა პრეტენზია გაქვთ? ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ მისი ჟურნალისტები, წერტილი“,- აღნიშნა სააკაშვილმა.