მიხეილ სააკაშვილი – სწორი ის იქნება, გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში
სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს.
მიხეილ სააკაშვილი ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებს ეხმაურება.
„გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!
სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, 60 უბნიდან 60-ივეს მონაცემები დათვლილია და არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო, „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.38%.