მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრემიერს მიმართავს - მადლობელი ვარ პროფესიონალი ექიმების გამოგზავნისთვის, მადლობთ, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებთ
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრემიერს მიმართავს - მადლობელი ვარ პროფესიონალი ექიმების გამოგზავნისთვის, მადლობთ, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავეცკის პოლონელი ექიმების საქართველოში გამოგზავნისთვის მადლობას უხდის.

„ძვირფასო პრემიერო, მადლობელი ვარ პროფესიონალი ექიმების გამოგზავნისთვის. გმადლობთ, რომ თქვენს მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

13 ივლისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა: „მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“.

ამასთან, 14 ივლისს პენიტენციური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.