მატეუშ მორავეცკი – მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
მისი თქმით, პoლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა დაიწყეს.
„მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“, – წერს მატეუშ მორავეცკი „ტვიტერში“.
Nie zostawiamy przyjaciół w potrzebie. Na moje polecenie zespół polskich lekarzy z @ZPHM_PL @PremierRP rozpoczął w Gruzji kompleksowe badania lekarskie prezydenta Micheila Saakaszwilego.
— Mateusz Morawiecki (@MorawieckiM) July 12, 2023