მიხეილ გიორგაძე - ვფიქრობ, ბიბლიის უნიკალური გამოცემა პატრიარქისთვის საუკეთესო საჩუქარია
მიხეილ გიორგაძე - ვფიქრობ, ბიბლიის უნიკალური გამოცემა პატრიარქისთვის საუკეთესო საჩუქარია

დღეს ბიბლიის უნიკალური გამოცემის პრეზენტაციაა, რომელზე მუშაობას, თარგმნას, რედაქტირებას სულხან-საბამ თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა, თუმცა გამოცემა ვერ მოასწრო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ საპატრიარქოში ბიბლიის გამოცემის პრეზენტაციაზე შესვლის წინ განაცხადა.

„დღეს ჩვენ უკვე გვაქვს დახვეწილი და სრულყოფილი ტექსტი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მეცნიერს, ვინც მუშაობდა წმინდა წიგნის ამ გამოცემაზე და ვფიქრობ, მისი უწმინდესობისთვის ეს ალბათ ყველაზე საუკეთესო საჩუქარია მის იუბილესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

საპატრიარქოში ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს.