საპატრიარქოში ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს
საპატრიარქოში ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, პატრიარქის მიწვევით, საპატრიარქოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან.

დღეს მცხეთური ბიბლიისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის განახლებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. საპატრიარქოში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს მრევლისთვის ტრადიციული მიღება არ გაიმართება. არ ჩატარდება სხვა საზეიმო ღონისძიებებიც.

საქართველოს ეკლესიის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება პატრიარქმა მაისში მიიღო. მიზეზად მსოფლიოში არსებული ვითარება და საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობა დასახელდა.