მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე რჩება
მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე რჩება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა, გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური. დამატებითი გართულებები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა. პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. შემოვიდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით. ფილტვის ქსოვილის ორმხრივი დაჟეჟილობით და თავის ტვინის კონტუზიური დაზიანებით“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.