მიხეილ დაუშვილი - უკვე სერიოზული აღარ არის, რას საუბრობს ირაკლი კობახიძე, ხედავენ, რომ მზარდი პარტია ვართ და საზოგადოებაში გახარიას მიმართ არასწორი განწყობების შექმნას ცდილობენ
მიხეილ დაუშვილი - უკვე სერიოზული აღარ არის, რას საუბრობს ირაკლი კობახიძე, ხედავენ, რომ მზარდი პარტია ვართ და საზოგადოებაში გახარიას მიმართ არასწორი განწყობების შექმნას ცდილობენ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი გახარიას მიმართ საზოგადოებაში არასწორი განწყობების შექმნას ცდილობს, რადგან ხედავენ, რომ ეს არის მზარდი პარტია.

დაუშვილის თქმით, უკვე სერიოზული აღარ არის, რას საუბრობს ირაკლი კობახიძე.

„თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ამ ყველაფერზე საუბრობს და გინახავთ მისგან ერთი ნორმალური არგუმენტი, მტკიცებულება ან ფაქტი, რომელიც მის ტყუილზე აწყობილ სიტყვებს დაადასტურებდა? რამდენი წელი უნდა ველოდით, რომ არაფერს ამბობს? კეთილი ინებოს და საზოგადოებას მოუყვეს, ამ ყველაფრისთვის რამდენი წელი სჭირდება? ჩვენ ვამბობდით, რომ ცვლილებებს დავიწყებდით. დავიწყეთ და მოცემულობაა, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულო არის ოპოზიციური და ჩვენ ვართ თავმჯდომარეები. ეს ცვლილებები დაწყებულია და მათი ამოცანაა, ძალაუფლების შენარჩუნება. ხედავენ, რომ მზარდი პარტია ვართ და ცდილობენ, საზოგადოებაში გახარიას მიმართ არასწორი განწყობები შექმნან. რამდენი წელი უნდა ელოდის საზოგადოება, თქვას, რას გულისხმობს“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით“.

კობახიძის თქმით, საზოგადოებამ ღალატის დეტალებზე სრული სიმართლე უნდა იცოდეს და ძალიან საინტერესო იქნება ინფორმაცია, რომლის თქმასაც აპირებს.