მიხეილ ჩხენკელი - ეს იყო ძალიან სუსტი პრეზიდენტის ძალიან სუსტი გამოსვლა
მიხეილ ჩხენკელი - ეს იყო ძალიან სუსტი პრეზიდენტის ძალიან სუსტი გამოსვლა

ეს იყო ძალიან სუსტი პრეზიდენტის ძალიან სუსტი გამოსვლა,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყველაფერი არის კანონის მიერ რეგულირებული, შესაბამისად პარლამენტი უნდა გაყვეს იმას, რასაც კანონი არეგულირებს. ამიტომ უცნაურია ის, რომ პრეზიდენტმა დატოვა პარლამენტი და აღარ მიიღო დებატებში მონაილეობა“,- განაცხადა მინისტრმა.

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

მოგვიანებით, პარლამენტში იმსჯელეს საკითხზე, შეეცვალათ თუ არა დებატების ფორმატი. საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.