მიხეილ ბენიძე - რვა ადამიანზე თუ ჰქონდათ ინფორმაცია და სამი თვე მუშაობდნენ, რა საჭირო იყო კლუბებში შევარდნა
მიხეილ ბენიძე - რვა ადამიანზე თუ ჰქონდათ ინფორმაცია და სამი თვე მუშაობდნენ, რა საჭირო იყო კლუბებში შევარდნა

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ინტერესდება, რვა ადამიანზე თუ ჰქონდათ ინფორმაცია და სამი თვე მუშაობდნენ, რატომ შევიდნენ დღეს ამ ფორმით სამართალდამცველები ღამის კლუბებში.

„კლუბებთან დაკავშირებით რაც გამოჩნდა, არის ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნება, გაატაროს ნარკოპოლიტიკის რეფორმა. დღეს სახელმწიფო სამწუხაროდ დაკავებული არის თეატრალური შოუების წარმოდგენით და ასე ცდილობს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ნარკოდანაშაულს ებრძვის, რაც ძალიან სუსტი ქმედებაა სახელმწიფოს მხრიდან. ამ დაკავებულ რვა ადამიანზე თუ ჰქონდათ ინფორმაცია და თუკი სამი თვე მუშაობდნენ, რა საჭირო იყო შევარდნები“, – აცხადებს ბენიძე.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.