მიხეილ ბატიაშვილი - თანამდებობის დატოვება სადღაც საბუთების გაგზავნას ვერ დაუკავშირდება
მიხეილ ბატიაშვილი - თანამდებობის დატოვება სადღაც საბუთების გაგზავნას ვერ დაუკავშირდება

მივესალმები ია კერზაიას საქმის სტრასბურგში გაგზავნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნა ვერ დაუკავშირდება მის მიერ თანამდებობის დატოვებას.

„სადღაც საბუთების გაგზავნა ვერ დაუკავშირდება ამას. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მივესალმები ამ საქმის სტრასბურგში გაგზავნას და ამ პროცესს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ გუშინ განაცხადა, რომ კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა.