მიხეილ ბატიაშვილი - ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია
მიხეილ ბატიაშვილი - ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია

გერმანიაში მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს შორის მოხვედრა მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქართველი პედაგოგის მხრიდან ასეთი მიღწევა საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართველი პედაგოგის ცოდნა და უნარები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

„ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია, რაც სხვა პედაგოგებისთვის გახდება სტიმული, მათაც მიაღწიონ მეტ წარმატებას“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანს სწორედ ასეთი პედაგოგების ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს და სისტემაში მიმდინარე რეფორმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.