მიხეილ ბატიაშვილი - კანონი იქნება საკმაოდ მკაცრი, რომელიც გამორიცხავს ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარებას
მიხეილ ბატიაშვილი - კანონი იქნება საკმაოდ მკაცრი, რომელიც გამორიცხავს ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარებას

კანონი იქნება საკმაოდ მკაცრი, რომელიც გამორიცხავს ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდებთან ურთიერთობენ პედაგოგები, ამიტომ მათთვის მარიხუანას მოხმარება აიკრძალება.

„21-წლამდე მარიხუანას მოხმარება იქნება არაკანონიერი და მათი წახალისება იქნება დასჯადი. ეს ზღვარი საკმაოდ მნიშვნელოვანია. არის პროფესიები, რომლისთვისაც მარიხუანას მოხმარება ამ პროფესიაზე უარის თქმას ნიშნავს. მათ შორის არის პედაგოგი და ამ სფეროში ჩართული ადამიანი. პედაგოგი ის ადამიანია, რომელიც ახალგაზრდებთან მჭიდრო კონტაქტშია, ამიტომ პედაგოგებისთვის მარიხუანას მოხმარება აიკრძალება. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება აიკრძალება საგანმანათლებლო სივრცეშიც. განათლებისა და ახალგაზრდების კუთხით სწორია, რომ კანონი არის მკაცრი და მოგვცემს საშუალებას, საგანმანათლებლო სივრცე დავიცვათ, რათა არ იყვნენ მარიხუანას მომხმარებლები“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მთავრობის სხდომის შემდეგ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მარიხუანას მოხმარებაში 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.