მიხაილ პოდოლიაკი - რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, მედვედევი იქნებოდა
მიხაილ პოდოლიაკი - რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, მედვედევი იქნებოდა

რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, მედვედევი იქნებოდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა „ტვიტერში“ დაწერა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა იყო და იქნება, ხოლო საკითხავია, სად იქნება თავად დიმიტრი მედვედევი ორ წელიწადში.

„რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, მედვედევი იქნებობდა. პატარა ადამიანი დიდი კომპლექსებით, რომელიც თავის დასამკვიდრებლად უკრაინის მიმართულებით შხამს ასხურებს და მსოფლიოს ემუქრება. უკრაინა იყო და იქნება. საკითხავია, სად იქნება თავად დიმიტრი მედვედევი 2 წელიწადში“, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა: „ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას სურს, თავისი ოკეანის მიღმა პატრონებისგან ლენდ-ლიზით მიიღოს გათხევადებული ბუნებრივი აირი ორი წლის შემდეგ გადახდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარს უბრალოდ გაიყინება. ოღონდ, არის შეკითხვა – და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე“.