დიმიტრი მედვედევი - ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე
დიმიტრი მედვედევი - ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე

ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს.

დიმიტრი მედვედევმა აღნიშნული ტელეგრამ-არხზე დაწერა.

„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას სურს, თავისი ოკეანის მიღმა პატრონებისგან ლენდ-ლიზით მიიღოს გათხევადებული ბუნებრივი აირი ორი წლის შემდეგ გადახდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარს უბრალოდ გაიყინება. ოღონდ, არის შეკითხვა – და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე. თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია, ისინი იმდენად არიან ჩართული პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის არაფერია“, – წერს მედვედევი.

დატოვე კომენტარი