მიხაილ პოდოლიაკი – რუსეთის ოფიციალური პირების მუქარები არის დაშინების მცდელობა რუსეთის ტრადიციულ სტილში, ყოველთვის უგულებელყავით მედვედევი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს პასუხობენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით.
„საერთაშორისო სამართალი მკაფიოა, უკრაინის შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. ამიტომ რუსეთის ოფიციალური პირების მუქარები „შურისძიების დარტყმების“ შესახებ არის მხოლოდ მასობრივი მკვლელობების ჩადენის განზრახვის დაფიქსირება და დაშინების მცდელობა რუსეთის ტრადიციულ სტილში. ყოველთვის უგულებელყავით მედვედევი“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი საკუთარ საპასუხო ქმედებებს არ შეზღუდავს და მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს.
Міжнародне право чітке. 🇺🇦 може звільняти свої території, застосовуючи будь-які інструменти. Крим – 🇺🇦.
Тому погрози офіційних осіб Рф про «удари відплати» – це тільки фіксація наміру вчинення масових убивств і спроба лякати у традиційному стилі Рф. Завжди ігноруйте Медведєва.— Михайло Подоляк (@Podolyak_M) February 4, 2023