მიხაილ მარხელი: საქართველოს ნაკრები კარგი ევროპული დონის გუნდია
მიხაილ მარხელი: საქართველოს ნაკრები კარგი ევროპული დონის გუნდია

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მარკელმაპრესბოლთან“ ინტერვიუში საკუთარი აზრი გამოთქვა საქართველოს ნაკრების შესახებ.

„საქართველოს კარგი ევროპული დონის ძლიერი გუნდი ჰყავს. მას შევადარებდი ალბანეთის ნაკრებს, რომელსაც სექტემბერში ვეთამაშეთ. დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, სადაც ბევრი კაშკაშა ფეხბურთელია. კლუბებში თითქმის ყველას აქვს აქტიური სათამაშო პრაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული მატჩი გვექნება“, – ამბობს მიხაილ მარხელი.

მან საქართველოს ეროვნული გუნდის ის ორი ფეხბურთელი გაიხსენა, რომლებსაც ბელარუსის ჩემპიონატში უთამაშიათ. გიორგი ნავალოვსკი მინსკის „დინამოში“ თამაშობდა, ხოლო ვალერიან გვილია – „ბატეში“. მარხელმა მათზეც ილაპარაკა:

„ბუნებრივია, ისინი მახსოვს. კარგი დონის ფეხბურთელები არიან, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც სხვა ჩემპიონატებში გადავიდნენ, ამიტომ ჩვენთან მათი ყოფნის პერიოდში მიღებულმა ინფორმაციამ, ვეჭვობ, მეტოქეს რაიმე სარგებელი ვერ მოუტანოს“.

ბელარუსების მწვრთნელის თქმით, საქართველოსთან მატჩში მნიშვნელობით მისი გუნდი ყველა წლევანდელ თამაშს გადაფარავს:

„ეს შეხვედრა გამორჩეულია. საერთოდ, ბელარუსის ნაკრებს არასდროს ჰქონია ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი. გასაგებია, რომ ჩვენი ყველა ფსონი სწორედ ამ დაპირისპირებაზე დაიდება“.