მსოფლიოს ყოფილმა მერვე ჩოგანმა, 2002 წლის „დევისის თასის“ გამარჯვებულმა, მიხაილ იუჟნიმ, რომელმაც კარიერა წელს დაამთავრა, დევისის თასის რეფორმის შესახებ მიხაელ ისაუბრა.
2019 წლიდან, ტურნირი ჩატარების სქემას შეიცვლის – თებერვალში შესარჩევი მატჩები (სახლი-გასვლა სისტემით), ხოლო ნოემბერში ფინალური სტადია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 18 გუნდი მიიღებს. ყველა თამაში ჩატარდება სამ სეტიანი ფორმატით და არა ხუთიანით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
„ვფიქრობ ახალი ტურნირი კარგი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება „დევისი თასი“. ამ ტურნირის მთავარი ხიბლი საშინაო და სტმრად გამართულ მატჩებში იყო. „დევისის თასი“ საჭიროებდა რეფორმას, ეს ას პროცენტიანია, მაგრამ ჩემი აზრით რეფორმა უფრო ტურნირის ფორმატს უნდა შეხებოდა“, – განაცხადა იუჟნიმ..