მიხაელ შუმახერის ვაჟს ფორმულა 1-ში 2020 წელს დებიუტის შანსი გაუჩნდა
„ფერარის“ ახალგაზრდული პროგრამის პილოტს მიკ შუმახერს, შესაძლოა, უკვე წლევანდელ სეზონში ჰქონდეს დებიუტი ფორმულა 1-ში „ალფა რომეოს“ შემადგენლობაში. ამის შესახებ განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა ფედერიკ ვასერმა.
მისი თქმით, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი რამდენიმე გრანპრიზე პარასკევის პრაქტიკების დროს დაჯდება „ალფა რომეოს“ ბოლიდის საჭესთან.
მიმდინარე სეზონში მიკ შუმახერი ფორმულა 2-ში „პრემას“ გუნდის ღირსებას იცავს. ექვსი ეტაპის შემდეგ, უმცროსი შუმახერი საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.