მიხაელ როთი – შეშფოთებული ვარ ბათუმში გიორგი გახარიაზე სასტიკი თავდასხმით, მოვითხოვ დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას

11:47, 15.01.2025

ღრმად შეშფოთებული ვარ ბათუმში გიორგი გახარიაზე სასტიკი თავდასხმით. მოვითხოვ დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მიხაელ როთი გახარიას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„რეჟიმი კრიტიკულ ხმებს უნდა იცავდეს და არა ემუქრებოდეს მათ. გიორგის სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს მიხაელ როთი.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი