მიკაელა შიფრინი ზედიზედ მეორედ მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა 
მიკაელა შიფრინი ზედიზედ მეორედ მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა 

ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ მიკაელა შიფრინმა გიგანტურ სლალომში, მსოფლიოს თასის ეტაპზე, ოფტერშვანგში მესამე ადგილი დაიკავა. ამერიკელს საშუალება მიეცა ვადაზე ადრე მოეპოვებინა გამარჯვება 2017-2018 წლების მსოფლიოს თასი საერთო ჩათვლაში.

ამერიკელის უახლოესი მდევარი, შვეიცარიელი ვენდი ჰოლდენერი ვერ შეძლებს დარჩენილ სტარტებში 560 ქულის აღებას.

შეგახსენებთ, რომ პიონჩანგის ოლიმპიადაზე შიფრინმა ერთი ოქრო მოიგო და გაიმარჯვა გიგანტურ სლალომში.