მიიღეთ მონაწილეობა 2020 წლის საუკეთესო გოლის ავტორის გამოვლენაში (ვიდეო)

ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოებაზე (GFF AWARDS 2020), რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საუკეთესოებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს. ერთ-ერთი ნომინაციით 2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი დასახელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც გულშემატკივრებს სთხოვს, რომ მიიღონ მონაწილეობა 2020 წლის საუკეთესო ქართული გოლის გამოვლენაში. ხმის მიცემა 28 დეკემბერს 21:00 საათზე დასრულდება.

2020 წლის საუკეთესო ქართული გოლის ნომინანტებად წარდგენილები არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ბურთები გაიტანეს ეროვნულ ლიგაში, საქართველოს ნაკრებში, ფუტსალის ნაკრებში, ქალთა საფეხბურთო კლუბის სახელით, ევროთასებზე, ასევე მოყვარულთა ჩემპიონატზე გატანილი გოლები. სულ 10 ნომინანტია.

1) ირაკლი სიხარულიძე – ლოკომოტივი vs სამტრედია (ეროვნული ლიგა)

2) გიორგი გაბედავა – დინამო ბათუმი vs დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა)

3) ვაგნერ გონსალვესი – დინამო ბათუმი vs სამტრედია (ეროვნული ლიგა)

4) ხვიჩა კვარაცხელია – ჩრდილოეთ მაკედონია vs საქართველო (უეფა-ს ერთა ლიგა)

5) ხატია ჭყონია – კლუჟი vs ლანჩხუთი (უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგა)

6) სიმი საიოტი – საფრანგეთი vs საქართველო (ფუტსალის ევრო2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი)

7) კონსტანტინე ფაჩულია – ქომაგები vs ზედაზენი (მოყვარულთა ლიგა)

8) კობა ბაკურაძე – ნახალოვკა სამტრედია vs ლაკადა წალენჯიხა (მასტერ ლიგა)

9) გიორგი ფანცულაია – დინამო თბილისი vs ტორპედო (ეროვნული ლიგა)

10) ნოდარ იაშვილი – დილა vs დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა)

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე