მიგრანტების აქტიური შედინების გამო იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ევროკავშირს დახმარებისკენ მოუწოდა
იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ადოლფო ურსომ მიგრანტების აქტიური შედინებისა და კუნძულ ლამპედუზაზე არსებული სიტუაციის გამო ევროკავშირს დახმარებისკენ მოუწოდა.
„სიტუაცია ლამპედუზაში ყველასთვის აშკარაა, მაგრამ სწორედ ევროპა უნდა დაეხმაროს იტალიას ამ პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა ურსომ კუნძულ ლამპედუზაზე ვიზიტისას, სადაც მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება.
იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, ლამპედუზაში ვითარება არასტაბილურია და უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რათა შემცირდეს მიგრანტების რაოდენობა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ლამპედუზაში არალეგალური იმიგრანტების რეკორდული რაოდენობის ჩასვლა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში ხმელთაშუა ზღვით შესული მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.