მიანმარში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მიანმარი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა იყო, სადაც აქამდე კორონავირუსი არ იყო დაფიქსირებული.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი უახლოეს წარსულში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
მიანმარს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასული კვირიდან სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი აქვს.