რომის პაპი - მღვდლებისა და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება
მღვდლებისა და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება. ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა. ფრანცისკე I-ის თქმით, სამღვდელოების წევრების მხრიდან ერთ შემთხვევაში ადგილი სექსუალურ მონობასაც ჰქონდა.
პონტიფიკოსის განცხადებით, კათოლიკური ეკლესია პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა მსგავსი შემთხვევები ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, რის გამოც, რამდენიმე მღვდელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
„პაპმა ბენედიქტემ გამოიჩინა სიმამაცე და დაშალა ქალთა კონგრეგაცია, რადგან იქ ქალებს ამონებდნენ. მათ შორის ადგილი ჰქონდა სექსუალურ მონობას. ვფიქრობ, ძალადობა გრძელდება“, – აღნიშნა რომის პაპმა.