მეზობლების ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილი ახალგაზრდები 16 და 17 წლის ძმები არიან
მეზობლების ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილი ახალგაზრდები 16 და 17 წლის ძმები არიან

მეზობლების ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილი ახალგაზრდები 16 და 17 წლის ძმები არიან.

როგორც ადგილობრივებმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადეს, ორივე არასრულწლოვანი სავარაუდოდ ცივი იარაღით არის დაჭრილი.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში მათივე მეგობარმა დაჭრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტის მიზეზი მათთვის უცნობია.

მათივე თქმით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და უფროსი ძმის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო.