მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარებას სამარცხვინოს უწოდებს
მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარებას სამარცხვინოს უწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით აშშ-ი ცდილობს სამაგიეროს გადახდას თურქეთისთვის, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სირიაში „მშვიდობის წყაროს“ სამხედრო ოპერაციის ჩატარებით ხელი შეუშალა ვაშინგტონის გეგმებს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ამერიკულ, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუციას 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.