მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობას დაცვის მხარე არ ეწინააღმდეგება, ის ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას უსვამს ხაზს.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განცხადებით, ბრალდებულისგან დანაშაულის გაგრძელების ნიშნები არსებობს.

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ, ადვოკატიც მომხრეა პატიმრობის შუამდგომლობის. სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ არსებობს აღკვეთის შუამდგომლობის გამოყენების გარემოებები და დაადგინა, რომ პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდება და დანაშაულებრივი ქმედება, მეუღლის მიმართ მკვლელობა, ორივე შემთხვევაში ბრალდებული შერაცხადია თუ შეურაცხადი, არსებობს დანაშაულის გაგრძელების საფუძველი“, – განაცხადა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა.