თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.