მეუფე პეტრე ცაავა - ყველა სამარცხვინო მდგომარეობასა და კრიზისზე, რაც ეკლესიაში სუფევს, პასუხისმგებლობას ვაკისრებ პატრიარქსა და მის გარემოცვას
მეუფე პეტრე ცაავა - ყველა სამარცხვინო მდგომარეობასა და კრიზისზე, რაც ეკლესიაში სუფევს, პასუხისმგებლობას ვაკისრებ პატრიარქსა და მის გარემოცვას

ყველა სამარცხვინო მდგომარეობასა და კრიზისზე, რაც ეკლესიაში სუფევს, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პატრიარქსა და მის გარემოცვას, – ასე ეხმაურება მეუფე პეტრე ცაავა მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებებს.

„გავიხსენებდი სიტყვებს ფსალმუნიდან, რომ დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმეები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის მონაწილეობა უდანაშაულო მღვდლის ასე წამებაში, არის უმძიმესი ცოდვა და ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვის მატარებელია ამ კუთხით, ვიდრე მამა გიორგი ამ მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაცია არ მოხდება. ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი სწორედ მას მოეკითხა და ეს იყო სწორედ ღაღადი ცოდვისა, თუ რა ცოდვა ჩაიდინა მან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა სინოდის შეკრება, რომ მღვდელმთავრებმა მეუფე იაკობისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხები საბოლოოდ განიხილონ, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ სინოდი დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს.

„რა თქმა უნდა, სინოდი დაუყონებლივ უნდა შეიკრიბოს, თუნდაც ამ გუშინდელი სკანდალის შემდეგ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამ ყველა სამარცხვინო მდგომარეობასა და კრიზისზე, რაც ეკლესიაში სუფევს და რაც თვალნათლივ უკვე გამოჩნდა. არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს, და აი, გაცხადდა, თუ რა მდგომარეობაშია დედა ეკლესია, თუ რატომ აღვიმაღლეთ ხმა წლების წინ ამ მდგომარეობის წინააღმდეგ. სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და მის გარემოცვას“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

დატოვე კომენტარი