მეუფე იაკობი - მარიხუანას ექსპორტმა რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს
მეუფე იაკობი - მარიხუანას ექსპორტმა რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს

ბოდბელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანას მოყვანა-წარმოება შეცდომაა.

„ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრია. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ვფიქრობ, საერთოდ არ უფიქრიათ. მარიხუანას ექსპორტმა რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს, სხვას არაფერს. ჩვენთან ნდობის ხარისხი არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ამასთან, შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.