მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებებით, პირველ რიგში წმინდა სინოდი უნდა დაინტერესდეს
მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებებით, პირველ რიგში წმინდა სინოდი უნდა დაინტერესდეს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებებით, პირველ რიგში წმინდა სინოდი უნდა დაინტერესდეს.

„რაკი მღდელმთავარმა ასეთი განცხადება გააკეთა, ალბათ დაინტერესდება ყველა, ვისაც ეს ეხება, მაგრამ უპირველესად უნდა დაინტერესდეს წმინდა სინოდი. ეს არის ის ადგილი, ის ერთობა, ის შეკრება, სადაც უნდა გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა და განხილული იქნეს ნებისმიერი საკითხი, რაც ეკლესიის მოწყობას, მის კეთილდღეობას, თუ გარკვეული პრობლემების დაყენებას და მათზე მსჯელობას ეხება. არც მედიაში, არც სხვაგან, საზოგადოებრივ სივრცეში, ეს საკითხები, რაც არ უნდა ბევრი იყოს მათზე მსჯელობა, არ და ვერ გადაწყდება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. მისი თქმით, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.