მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე - ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა
მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე - ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა

მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს, თუ მიიჩნევს მსჯელობის ღირსად, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. ვერ ვიტყვი მეუფე იაკობი მართალს ამბობს, თუ ნახევარ მართალს, ეს მან იცის. მას უნდა ჰკითხოს ალბათ სინოდმა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ბუნებრივია, როდესაც საკითხი ეხება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას, რაზეც საუბარია, ალბათ უნდა დადგეს დღის წესრიგში და იყოს განხილვის საგანი. მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს, თუ მიიჩნევს ამ თემას საკმარისად მსჯელობის ღირსად“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. მისი თქმით, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.