მეუფე გრიგოლი - ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია
მეუფე გრიგოლი - ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია

სირთულეები არსებობს და ალბათ ეს გამომდინარეობს არა წმინდა საეკლესიო პრობლემატიკიდან, არამედ იქედან, რომ ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე – მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია.

ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ფოთში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრება.

ამასთან, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ვერ გააკეთებს პროგნოზს, თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ხვალინდელ შეკრებაზე.

„დღევანდელი ღონისძიების გამო, შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე.ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რომ შემძლებოდა დასწრება, აუცილებლად დავაყენებდი საკითხებს, რომლებიც არის წმინდა სინოდზე დასაყენებელი და არა – საჯარო. ეს არის საკითხები, რომლებიც იქ უნდა დავსვათ, სადაც შესაძლებელია არსებული პრობლემების გადაწყვეტა. სხვა შემთხვევაში არ მიმაჩნია სწორად ამ თემებზე საუბარი. ზოგადად, თქვენ თვითონ ხედავთ, სირთულეები არსებობს და ალბათ ეს გამომდინარეა არა წმინდა საეკლესიო პრობლემატიკიდან, არამედ იქედან, რომ ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე – მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია. თავისთვად ცხადია, მისი შედეგები და გავლენები უკვე აღიბეჭდება არამარტო მისი მრევლის ცხოვრებაზე, არამედ მოსახლეობაზე მათი კონფესიის მიუხედავად. ხვალინდელ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, –  განაცხადა მეუფე გრიგოლმა ფოთში, სადაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.