მეუფე გრიგოლი - ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია, ილია მეორე, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა
მეუფე გრიგოლი - ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია, ილია მეორე, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა

კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებები არის იგივე კომენტარი, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი განცხადების კომენტარისას აღნიშნა.

„უნდა გითხრათ, რომ გუშინ საერთოდ ტელევიზორი არ ჩამირთავს, დატვირთული დღე მქონდა და ინფორმაცია არ მიმიღია. თუ ადამიანი არ ხარ საქმის კურსში, უმადური საქმე არის კომენტარის გაკეთება, ეს ერთი. მეორე, კათალიკოს-პატრიარქი, ყოველთვის, 42 წელიც, მანამდეც და დღესაც, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რის თქმასაც საჭიროდ თვლის. ამიტომ, ალბათ, თუ რამე კომენტარის გაკეთება შეიძლება, ალბათ თავად უფრო უკეთესად განმარტავდა, რომ საჭიროდ მიაჩნდეს. მესამე, ჩვენს რეალობაში, ჩვენ, მე პირადად, კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებები არის იგივე კომენტარი, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია. არიან ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ. ადამიანის ბიოგრაფიაში დგება დრო, როცა უკვე ყველა აკეთებს კომენტარს და საზოგადოდ ერთიანობაში აფასებს ადამიანის მოღვაწეობას“,-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა -„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ“.