ილია მეორე - ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ
ილია მეორე - ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სტუმრებმა ილია მეორეს მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში.

ითქვა თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სიახლეებზეც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.

პატრიარქმა დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა.