ყაზახეთში, ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ITF-ის სერიის ტურნირზე, წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ალექსანდრე მეტრეველი.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალურ ეტაპზე, ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილი, იტალიელი რიკარდო ბალზერანი სამ სეტში დაამარცხა (6:4, 3:6, 7:6) და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ბალზერანიმდე მეტრეველს 2 ჩოგბურთელის დამარცხება მოუწია. მეთექვსმეტედ ფინალში მან იტალიელი ენრიკო დალა ვალეს მარტივად, ორ სეტში მოუგო (6:3, 7:6), ხოლო შემდეგ ეტაპზე კი ყაზახ მეტოქეს, დოსტანბეკ ტაშბულატოვს სძლია (0:6, 6:4, 6:4).
მეტრეველი ნახევარფინალურ შეხვედრას გერმანელ მატს როზენკრაცთან გამართავს.