მეტრეველი-ბაკშის წყვილმა ციციპასისა და პერვოლარაკისის დუეტი დაამარცხა #1TVSPORT
მეტრეველი-ბაკშის წყვილმა ციციპასისა და პერვოლარაკისის დუეტი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP CUP-ის ტურნირი სამი მარცხით დაასრულა, მაგრამ ალექსანდრე მეტრეველმა ალექსანდრე ბაკშისთან ერთად წყვილთა თანრიგში საბერძნეთთან შეხვედრა მოიგო.

ალექსანდრე ბაკშის (974) და ალექსანდრე მეტრეველის (570) წყვილმა მიხაილ პერვოლარაკისისა (399) და სტეფანოს ციციპასის (4) ტანდემს ანგარიშით 4:6, 6:3 (ჯამში – 16:14) მოუიგო. მეტრეველმა და ბაკშიმ პირველი სეტის წაგების შემდეგ, მეორე სეტში თამაში შემოაბრუნეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

D ჯგუფში 3 მოგებით პირველ ადგილზე პოლონეთი გავიდა, მეორეზე – არგენტინა (2 მოგება), მესამეზე – საბერძნეთი (1).