მეტიუსი, კროსბი, მაკკინონი - NHL-მა დღის საუკეთესოები დაასახელა
მეტიუსი, კროსბი, მაკკინონი - NHL-მა დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი მოთამაშე დაასახელა. პირველ ვარსკვლავად დასახელდა „ტორონტოს“ ფორვარდი ოსტონ მეტიუსი, რომელმაც რეგულარულის მატჩში „სან-ხოსესთან“ (5:3) გაიტანა 2 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

დღის მეორე საუკეთესო მოთამაშე „პიტსპურგის“ კაპიტანი სიდნი კროსბი გახდა, რომელმაც ჰეთ-რიკი შეასრულა კოლორადოსთან (3:6).

მესამე ვარსკვლავი – „კოლორადოს“ თავდამსხმელი ნატან მაკკინონია. მან სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა პიტსბურგთან (6:3).