საპარლამენტო არჩევნებში არასაკმარისი ხმების გამო დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა კოალიციური მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
საპარლამენტო არჩევნებში არასაკმარისი ხმების გამო დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა კოალიციური მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა არჩევნებში არასაკმარისი ხმების მიღების შემდეგ თავისი კოალიციური მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც მედია წერს, ფრედერიქსენს კიდევ აქვს შანსი, მინისტრთა ახალ კაბინეტს ჩაუდგეს სათავეში.

ცნობილია, რომ პირველ ადგილზე გასულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 21,9% მიიღო. რაც შეეხება მმართველ კოალიციას, რომელშიც ფრედერიქსენის სოციალ-დემოკრატებთან ერთად არიან მემარჯვენე-ლიბერალური პარტია „ვენსტრე“ და ლიბერალური პარტია „ზომიერები“, ბლოკმა, საერთო ჯამში, 84 მანდატი მოიპოვა. დანიის პარლამენტი 179 ადგილით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანოა, რომელშიც უმრავლესობის მოსაპოვებლად 90 მანდატია საჭირო.