დანიის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი ხმები ვერ მიიღეს
დანიის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 21,9% მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
რაც შეეხება მმართველ კოალიციას, რომელშიც ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატებთან ერთად არიან მემარჯვენე-ლიბერალური პარტია „ვენსტრე“ და ლიბერალური პარტია „ზომიერები“, ბლოკმა, საერთო ჯამში, 84 მანდატი მოიპოვა.
როგორც „ბიბისი“ წერს, კოალიციის შენარჩუნება ეჭვქვეშ დგას. დანიის პარლამენტი 179 ადგილით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანოა, რომელშიც უმრავლესობის მოსაპოვებლად 90 მანდატია საჭირო.
„ვწუხვარ, რომ მეტი ხმა ვერ მივიღეთ. მეც უკეთესი შედეგის იმედი მქონდა“, – განუცხადა ფრედერიკსენმა მხარდაჭერებს.