მეტ ჯენინგი - ჩემი მიწვევა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის იდეაა
მეტ ჯენინგი - ჩემი მიწვევა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის იდეაა

ესპანეთის “ბასკონიას” ამერიკელმა მცველმა მეტ ჯენინგმა კომენტარი გაუკეთა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასა და საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებში მონაწილეობას.

“ზაფხულის დასაწყისში დამიკავშირდა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მათ მითხრეს, რომ დაინტერესებულნი არიან ვითამაშო ეროვნულ გუნდში FIBA-ს მიერ გამოყოფილი სანაკრებო პაუზებისას. მომეწონა ეს იდეა, რადგან საინტერესოა ნაკრების რიგებში თამაში. როცა ევროპაში თამაშობ, ყოველთვის სასარგებლოა გქონდეს არა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეობა.
იყო თუ არა ეს შენგელიას იდეა? ვფიქრობ, მათ ჰქონდათ თორნიკესთან კონსულტაცია, მაგრამ ინიციატივა თავად ფედერაციისგან მოდიოდა. საინტერესო და სახალისო იქნება შენგელიასთან ერთად არა მხოლოდ “ბასკონიაში“, არამედ საქართველოს ნაკრებში თამაში. ყველაფერი გააკეთებთ იმისთვის, რომ სექტემბერში ორი გამარჯვება მოვიპოვოთ”, – აღნიშნავს ჯენინგი.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელოდება: 13 სექტემბერს, სტუმრად ისრაელთან და 16 სექტემბერს, შინ საბერძნეთთან.​