მესუთ იოზილმა მთელ მსოფლიოში ბავშვების 219 ოპერაცია დააფინანსა
მესუთ იოზილმა მთელ მსოფლიოში ბავშვების 219 ოპერაცია დააფინანსა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა 219 შეწირულობა გააკეთა მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის ოპერაციებზე. თავისი საქველმოქმედო მოღვაწეობის შესახებ 31 წლის ფეხბურთელმა საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა.

„219 ოპერაცია უკვე ჩატარებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი! მე და ჩემმა მეუღლემ 2019 წლის ივნისში, ქორწინების წინ გამოვაცხადეთ, რომ დავფარავდით კიდევ 1000 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის ღირებულებას მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის.

მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტისთვის ფული დახარჯა. განსაკუთრეული მადლობა ყველა საერთაშორისო სამედიცინო ბრიგადას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. ეს მხოლოდ დასაწყისია! მოდით წინ, 2020 წელში გავიხედოთ და ერთად დავეხმაროთ ასობით ბავშვს, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ“, – დაწერა იოზილმა.

ამ სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა 11 მატჩი ჩაატარა „არსენალის“ რიგებში და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.