მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში შარშან მგზავრთნაკადი შემცირდა.
ოფიციალური მონაცემებით, მესტიის აეროპორტი შარშან 6 858 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით, 398 მგზავრით ნაკლებია. ამბროლაურის აეროპორტით კი, 2018 წელს 1582-მა მგზავრმა ისარგებლა. 2017 წელთან შედარებით, ეს 141 მგზავრით ნაკლებია.
შიდა რეისებს საქართველოში ავიაკომპანია „აკ ეარ ჯორჯია“ ახორციელებს. როგორც პირველ არხს კომპანიის ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განუცხადა, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, რეისების რაოდენობა შემცირდა დამკვეთის, ანუ სახელმწიფოს მიერ. ამასთან, მოთხოვნა შიდა ფრენებზე საკმაოდ მაღალია და რეისების საშუალო დატვირთვა 70 პროცენტს შეადგენს.